21:45 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-23 15:59:30, 1199 ნახვა

საზოგადოება
ყურაშვილი აქონდროპლაზიის მკურნალობაზე - ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი ცოდნა, არცერთი ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ სწრაფად

ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი რამაზ ყურაშვილი ამბობს, რომ „ვოსორიტიდი“ სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს, თუმცა, გავლენას არ ახდენს აქონდროპლაზიის თანმდევი დაავადებების მკურნალობაზე. მისი განცხადებით, გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს წამალმა, გრძელვადიან პერსპექტივაში.

„ეს გენეტიკური დაავადებაა და ახასიათებს ზრდაში ჩამორჩენა, კიდურები არ იზრდება. ამასთან დაკავშირებით, მათ ინტელექტუალურად არანაირი ჩამორჩენა არ აქვთ, ფიზიკური მონაცემებითაც კი. ამ ყველაფრის მოვლას ძალიან დიდი ცოდნა სჭირდება და არცერთი ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ  სწრაფად, მით უმეტეს, ეს დაავადება ადამიანებს არ კლავს და  ფორსირება იმისი, რომ მაინც და მაინც ხვალ დავიწყოთ, არ იქნება სწორი. ამ დაავადებას ისედაც 11 სხვადასხვა სიმპტომი აქვს, ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ და არ ვიჩქაროთ, გონივრული უნდა იყოს ყველაფერი.

ამ ძირითადი პრეპარატის გარდა, საჭიროა კიდევ სხვა პრეპარატები იმიტომ, რომ სხვა ფუნქციაც შეიძლება გამოვლინდეს, ან უკვე არის არსებული ფუნქცია, რომელსაც შველა სჭირდება. ეს ყველაფერი გააზრებული უნდა იყოს აქონდროპლაზიის თერაპიასთან დაკავშირებით. სიტყვა ინტენსიური აქ არ უნდა ვიხმაროთ, უნდა ვიხმაროთ სიტყვა გონივრული. რა საკვირველია, პროფესიონალები გონივრულ ნაბიჯებს გადადგამენ, ეჭვიც არ მეპარება, ვინაიდან მომზადება და ენთუზიაზმი, რაც ახალი პრეპარატის მიმართ, საზოგადოებას და ჯანდაცვის წარმომადგენლებს აქვთ, საქართველოს  ისტორიაში არ ყოფილა ასეთი პრეცედენტი", - განაცხადა რამაზ ყურაშვილმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics