15:19 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-21 22:23:26, 1446 ნახვა

სამართალი
პროკურატურა განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას  სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის 13 აგვისტოს, გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ  სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება შეცვალა, ჩადენილი ქმედება დააკვალიფიცირა სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 6  წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics