23:30 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-21 15:12:51, 917 ნახვა

საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მართავენ [ვიდეო]

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მართავენ. ისინი მედიკამენტ "ვოზორიტიდის" ქვეყანაში შემოტანისა და დაფინანსების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ცდილობენ.

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების გარდა, ადგილზე შეკრებილი არიან  მოქალაქეები და პოლიტიკოსები.

"არ ემეტებათ ფული, არ ემეტებათ. ძვირი ღირს, დამერწმუნეთ, რომ 100 000 რომ ღირდეს, ძალიან მალე შემოიტანდნენ. ეშინიათ, რომ კიდევ სხვები გამოჩნდებიან. ფინანსებია პრობლემა. ჩემი შვილის ჯანმრთელობა ჩემთვის მილიარდი ღირს, შვილისთვის მინდა წამალი. წამალს ვითხოვთ, ხალხო, რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეთ. ყოველი დღე უკან გადადგმული ნაბიჯია ჩვენთვის. ვიხოცებით და არ უნდა შეგვხვდეს?" - განაცხადა აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა მშობელმა "მთავარ არხთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები რამდენიმე თვეა მედიკამენტ "ვოზორიტიდის" ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. მათთან შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

აზარაშვილის განცხადებით, "თუ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს".









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics