|
2023-04-21 10:55:18, 948 ნახვა
საზოგადოება
DRI - გალსა და სოხუმში კონტროლი გაძლიერებულია, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მიმართ
2023 წლის აპრილის მდგომარეობით, აფხაზეთში კონტროლი გაძლიერებულია, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მიმართ, - აღნიშნულ ინფორმაციას "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ავრცელებს. DRI-ს ცნობით, გალის რეგიონში იმ ადგილობრივების „პასპორტიზაციის" საკითხი, ვინც არ დათმო საქართველოს მოქალაქეობა, კვლავ გამოწვევად რჩება. "2023 წლის დასაწყისიდან, გალელების უმრავლესობის დროებითი გადაადგილების დოკუმენტებს 5-წლიანი მოქმედების ვადა ამოეწურა. საჭირო დოკუმენტები გალის მოსახლეობის ნაწილმა 2022 წლის ბოლოს ჩააბარა. გადაადგილების დოკუმენტის სანაცვლოდ, ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახური ითხოვს ბოლო 5 წლის განმავლობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად ყოფნის დადასტურებას. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით პრობლემურია სტუდენტებისთვის და თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაქმებული ადგილობრივებისთვის. მოსახლეობის ეს ნაწილი 2023 წლის 1-ელ მარტს დაიბარეს სამართალდამცავ უწყებაში და შეატყობინეს, რომ გადაადგილების დოკუმენტს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც გადამოწმდება, ხომ არ ეწევიან თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობას. გადაადგილებისთვის აუცილებელი დოკუმენტების მიღებაში ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა, გადაადგილების თავისუფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს და შედეგად იწვევს გალის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის განათლებაზე, დასაქმებაზე და სხვა საბაზისო საჭიროებებზე წვდომის შეზღუდვას", - ნათქვამია DRI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)