|
2023-04-11 22:20:07, 1243 ნახვა
საზოგადოება
გოშევსკა სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებაზე - ქართული მხარე ყოველ ახალ კონტაქტზე ახალ პირობებს აყენებს
მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვებასთან დაკავშირებით ყველა პირობა დაკმაყოფილებულია, თუმცა ქართული მხარე ყოველ ახალ კონტაქტზე ახალ პირობებს აყენებს, - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ, მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა. როგორც გოშევსკამ აღნიშნავს, მას სურს, რომ პოლონელი ექიმების ობიექტური შეფასება ქართულმა მხარემ გაითვალისწინოს და იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა საფრთხეშია, მას მიეცეს საშუალება, რომ აღნიშნული მკურნალობა პოლონურ კლინიკაში ჩაიტაროს. "პოლონეთში მიხეილ სააკაშვილის სახელი ყველამ იცის, მან თქვენი ქვეყნისთვის უამრავი რამ გააკეთა და სწორედ ამიტომ დაიმსახურა ეს მნიშვნელოვანი ჯილდოც. ახლა კი პოლონური კლინიკა საქართველოს ჯანდაცვასთან არკვევს ვინ იქნება კომისიაში. საქართველოს მხარე ყოველ ახალ კონტაქტზე ახალ პირობებს აყენებს. ამ წუთისთვის ჩვენ ყველა პირობა დავაკმაყოფილეთ. იმედი მაქვს, რომ ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და ხვალ ჩვენი სამედიცინო კომისია გაემგზავრება და შეამოწმებს პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მინდა მჯეროდეს, რომ პოლონელი ექიმების ობიექტური შეფასებას გაითვალისწინებს და პატივს სცემს ქართული მხარე, თუ ეს შეფასება იქნება ის, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობა საფრთხეშია და საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას აუცილებლად იქნება საშუალება, რომ ეს მკურნალობა ჩატარდეს პოლონურ კლინიკაში. მინდა მჯეროდეს საქართველოს მთავრობის მთავრობის კეთილი განზრახვის", - განაცხადა მალგოჟატა გოშევსკა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)