|
2023-04-10 14:57:07, 811 ნახვა
საზოგადოება
ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ეროვნულ ლაბორატორიაში სტუდენტებს სემინარი ჩაუტარდათ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ეროვნული ლაბორატორიის დირექტორმა, თინათინ ჯაჯანიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის საბაკალავრო პროგრამის „მევენახეობა და ენოლოგია“ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან სემინარი ჩაატარა თემებზე : ენოქიმია და ღვინის დაავადებები. თინათინ ჯაჯანიძემ სტუდენტებს ღვინის ლაბორატორიის მნიშვნელობა, მისი მუშაობის პრინციპები და ძირითადი სერვისები გააცნო. ასევე, ისაუბრა მეღვინეობის მიმართულებით ლაბორატორიული კვლევებსა და მათ დაგეგმვა-განხორციელების თავისებურებებზე. სემინარის დასასრულს, სტუდენტებმა დეგუსტაციის საფუძვლების თეორიული და პრაქტიკული ნაწილი გაიარეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ირმა ჭანტურიას სახელობის ეროვნულ ლაბორატორიას შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის საბაკალვრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ საშუალება, გაიარონ სტაჟირება, შეასრულონ საბაკალავრო და სამაგისტრო თეზისების კვლევითი კომპონენტები და მონაწილეობა მიიღონ ღვინის დეგუსტაციებში.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)