|
2023-04-10 12:53:58, 1462 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 თვეში უკანონო თევზჭერის 125 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 125 ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მათგან 7 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზანა. "უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 46 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა 20 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14, შიდა ქართლში - 11, სამცხე-ჯავახეთში - 11, ქვემო ქართლში - 9, კახეთში - 5. უკანონო თევზჭერის 5 ფაქტია გამოვლენილი შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ. რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს. ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 159 კგ-ს გადააჭარბა. ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ბადე, ელექტროშოკური აპარატი, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერებები და სხვა. უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ზღვიდან და ჟინვალის წყალსაცავიდან ამოღებული უკანონოდ ჩაგებული, ე.წ., სახლართი ბადეები. მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია 850-მდე, ე.წ., ოჩხი (საბურავი), რომელიც გამოიყენება უკანონო თევზჭერისათვის. პრევენციული ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება",- ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)