|
2023-04-10 11:44:09, 725 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში პარკი გაშენდება
დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში, N30 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ პარკის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი ფართობის პარკის მოწყობა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. „ჩვენს ქალაქს ისე არაფერი უხდება, როგორც მწვანე სივრცეები. ამ მიმართულებით არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონის N30 კორპუსის მიმდებარედ საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაა - დაახლოებით, 8 700 კვადრატული მეტრი ფართობია, რომელიც მიტოვებული და მოუწესრიგებელია. ირგვლივ სულ კორპუსებია და რეკრეაციული სივრცის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა, რომ აღნიშნულ სივრცეში პარკის მოსაწყობად პროექტი შემუშავდეს. „ამ ადგილიდან, დაახლოებით, 300 მეტრში მდებარეობს N192 საჯარო სკოლა და ორი მუნიციპალური საბავშვო ბაღი. თუ ეს სივრცე მოეწყობა, იგი იქცევა მოსახლეობის თავშეყრის ძირითად ადგილად, რადგან მსგავსი ფართობის პარკი მე-3 მიკრორაიონში არ არსებობს. ვავალებ ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას, შემუშავდეს პროექტი, ეს სივრცე ყველანაირად მოწესრიგდეს და პარკი გაშენდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)