|
2023-04-07 22:11:25, 728 ნახვა
გენერალურ პროკურატურაში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი, სხვადასხვა სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელები და პროკურორები ესწრებოდნენ. გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი ბადაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაში საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. გენერალური პროკურორის მოადგილემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულების გამოძიების პროცესში საქართველოს პროკურატურის წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ უწყებებთან აქტიურმა თანამშრომლობამ. სამუშაო შეხვედრაზე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტმა მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსმა მონაწილეებს ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის ევროპული და ამერიკული გამოცდილება გაუზიარა, მათ შორის - ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სახეები და მათი გავრცელების მასშტაბები. ასევე, შეხვედრის ფარგლებში, გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ირინე ჩოჩიამ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიასა და მისი შემუშავების პრინციპების შესახებ ისაუბრა. მონაწილეებმა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე გამოწვევებზე, ორგანიზებული დანაშაულის საქართველოში გავრცელებულ ფორმებზე, მტკიცებულებათა მოპოვებისა და შეფასების სტანდარტებზე და ასევე, საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკაზე იმსჯელეს. მსმენელებმა დასვეს კითხვები არსებული გამოწვევების შესახებ და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე ისაუბრეს. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტული მიმართულებაა. აღნიშნულ თემაზე კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს საქართველოს პროკურატურა მომავალშიც გააგრძელებს.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)