|
2023-04-07 19:31:03, 852 ნახვა
საზოგადოება
TASS - თბილისში არსებული ალექსანდრე გრიბოედოვის დრამატული თეატრი რუსეთისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს
თბილისში არსებული ალექსანდრე გრიბოედოვის რუსული დრამატული თეატრი რუსეთისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია Tass, რუსეთის კულტურის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ალა მანილოვას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. გარდა გრიბოედოვის თეატრისა, რუსეთი 2023 წლის პროგრამის ფარგლებში, 10 ქვეყანაში არსებულ რუსულ თეატრებს დააფინანსებს, მათ შორის არის, აფხაზეთში არსებული რუსული თეატრიც. მანილოვას ინფორმაციით, 5 მილიონი რუბლი აღჭურვილობის შესაძენად გამოიყენება, ხოლო კიდევ 5 მილიონი რუბლი საპრემიერო სპექტაკლების დასაფინანსებლად, გამოცემის ინფორმაციით, დაფინანსებისთვის რესურსებს ავტონომიური, არაკომერციული ორგანიზაცია გამოყოფს. "დაფინანსების მიმღები იქნება რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრი აფხაზეთში, სტანისლავსკის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი სომხეთში, მ. გორკის სახელობის ეროვნული აკადემიური დრამატული თეატრი და ბელარუსის გროდნოს რეგიონული თოჯინების თეატრი, გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრი საქართველოში, და ყარაგანდას სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი ყაზახეთში, მან ასევე დაასახელა ჩინგიზ აიტმატოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი და ყირგიზეთის უმურალიევის სახელობის ბიშკეკის საქალაქო დრამატული თეატრი, ტაჯიკეთში მაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი, თურქმენეთის პუშკინის სახელობის რუსული დრამატული თეატრი და ახალგაზრდული თეატრი უზბეკეთში," - წერს გამოცემა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)