|
2023-04-07 13:47:11, 801 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს გენერალური პროკურორი ესტონეთის გენერალურ პროკურორს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, ესტონეთის გენერალურ პროკურორს ანდრეს პარმასს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და საქართველოს პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. გენერალური პროკურატურის ცნობით, შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ, ანდრეს პარმასს საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, გენერალურმა პროკურორებმა ურთიერთანამშრომლობის გაძლიერების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. "ანდრეს პარმასმა, თავის მხრივ ქართველ კოლეგებს მისდამი დაქვემდებარებული უწყების საქმიანობასა და გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაუზიარა. შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა ესტონეთის გენერალურ პროკურორს, უწყების შიგნით დანერგილი ციფრული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. ირაკლი შოთაძემ, სტუმარს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს", - ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)