|
2023-04-07 10:06:02, 703 ნახვა
საზოგადოება
ლაგოდეხის ეროვნულ პარკში ახალი კონცეფციის, ეკოსაგანმანათლებლო დანიშნულების ბილიკი მოეწყო
ლაგოდეხის ეროვნულ პარკში ახალი კონცეფციის, ეკოსაგანმანათლებლო დანიშნულების ბილიკი მოეწყო. ბილიკი, სხვადასხვა სახის ვიზუალური მასალით, აერთიანებს ინფორმაციას პარკის მნიშვნელოვანი სახეობების შესახებ. ვიზიტორებს საშუალება აქვთ, თვალსაჩინო მასალებით შეიტყონ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ფლორისა და ფაუნის სხვადასხვა წარმომადგენლის შესახებ. 1 კმ-მდე ბილიკის გავლას 40 წუთიდან 1 საათამდე დრო სჭირდება და 12-მდე აქტივობას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ მრავალფეროვან სალაშქრო-სათავგადასავლო მიმართულებებთან ერთად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს დაემატა ბილიკი, რომელიც ეკოსაგანმანათლებლო დანიშნულებისაა და მორგებულია სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელების და სკოლის მოსწავლეების ინტერესებზე. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასთან ერთად, ხელი შევუწყოთ ეკოტურიზმის განვითარებას. ასეთი პროექტები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას, თუ როგორ დაიცვან ბუნება და როგორ მოუფრთხილდნენ ტყეს. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს. ესაა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკა, რომელსაც წარმატებით ახორციელებს ჩვენი დაცული ტერიტორიების სააგენტო“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. ლაგოდეხის ბილიკის მოწყობა პროექტის „ახალი სიცოცხლე ლაგოდეხის ბილიკებს“ ფარგლებში განხორციელდა, ბი პი საქართველოს და მისი ნავთობისა და გაზის პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით, Care Caucasus-ის მიერ. ,,ბილიკზე მოწყობილი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია ინტერაქტიული და სახალისოა ყველა ასაკის დამთვალიერებლისთვის, რაც კიდევ უფრო აღვივებს მათში საქართველოს ბუნების შემეცნების და დაცვის სურვილს. მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, გარემოს დაცვის სამინისტროსთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, ხელი შევუწყოთ საქართველოს მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებაში“, - განაცხადა ბი პი საქართველოს ვიცე-პრეზიდენტმა კასპიის რეგიონში კომუნიკაციის და საგარეო ურთიერთობის საქმეში, ბახტიარ ასლანბაილიმ.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)