|
2023-04-06 16:07:19, 749 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკმა, გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში, კონკურსანტები დააჯილდოვა
მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად, გლობალური ფულის კვირეული აღინიშნება, რომლის მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას. წელს კვირეულის თემატიკა მდგრადი განვითარების, ეკოლოგიისა და საზოგადოებაზე ზრუნვის საკითხებსაც დაუკავშირდა. ბაზისბანკი, ტრადიციულად, წელსაც შეუერთდა საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პლატფორმა - ფინედუს მიერ განხორციელებულ გლობალური ფულის კვირეულთან დაკავშირებულ ინიციატივებს. 2023 წლის კამპანიის ფარგლებში, საქართველოში არაერთი აქტივობა განხორციელდა, რომელთა შორის იყო პოსტერებისა და სლოგანების კონკურსი სახელწოდებით „დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“. კონკურსის მიზანს, მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებით, ვიზუალური მასალის შექმნა და შესაბამისი სლოგანის მოფიქრება წარმოადგენდა. კონკურსის შედეგად, სპეციალური ჟიურისა და სოციალური ქსელის მომხმარებლების მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ სამ კონკურსანტს, ბაზისბანკისგან ფულადი ჯილდოები, სერტიფიკატები და ბრენდირებული საჩუქრები გადაეცემათ. გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში, ასევე ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით "მოიწვიე ფინედუ კლასში". ბაზისბანკის თანამშრომლები, ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესსა“ და ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლას ესტუმრნენ. შეხვედრაზე დესპანებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“, რომლის შემდგომაც, სიამოვნებით უპასუხეს პატარების მიერ დასმულ შეკითხვებს. შეხვედრის დასასრულს კი, მონაწილეები, ბაზისბანკის თანამშრომლების მიერ, ბანკის ბრენდირებული საჩუქრებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული საინფორმაციო ბროშურებით დასაჩუქრდნენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)