|
2023-04-05 20:55:43, 883 ნახვა
საზოგადოება
ზურაბიშვილი - ვიზიარებ ბატონი ჯამლეტის ოჯახის, სპორტული საზოგადოებისა და სრულიად საქართველოს მწუხარებას
ყველასთვის საყვარელი ადამიანი, სპორტული კომენტატორი და საზოგადო მოღვაწე - ჯამლეტ ხუხაშვილი დააკლდა საქართველოს - ხმა, რომელთანაც სპორტი და გამარჯვება ასოცირდებოდა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ქართველი კომენტატორის, ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების ფაქტს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჯამლეტ ხუხაშვილის ღვაწლი ქართულ-ებრაული მეგობრობის განმტკიცებაში აღსანიშნავი და დასაფასებელია. „არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი საქმისადმი სიყვარულითა და ღირსებით ახერხებენ განსაკუთრებული კვალის დატოვებას. სწორედ ასეთი, ყველასთვის საყვარელი ადამიანი, სპორტული კომენტატორი და საზოგადო მოღვაწე - ჯამლეტ ხუხაშვილი დააკლდა საქართველოს - ხმა, რომელთანაც სპორტი და გამარჯვება ასოცირდებოდა. აღსანიშნავი და დასაფასებელია ბატონი ჯამლეტის ღვაწლი ქართულ-ებრაული მეგობრობის განმტკიცებაში. ვიზიარებ ბატონი ჯამლეტის ოჯახის, სპორტული საზოგადოებისა და სრულიად საქართველოს მწუხარებას“, - წერს პრეზიდენტი. დღეს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კომენტატორი და საკალათბურთო სპეციალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი, ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)