2023-04-05 12:33:32, 666 ნახვა
საზოგადოება
2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეკორდული რაოდენობის, 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გამოსაცდელთა უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით:
- სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
- საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;
- მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა;
- სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500-მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,