|
2023-04-04 19:24:01, 959 ნახვა
საზოგადოება
გიული ალასანია ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაზე - ნამდვილად ასახავს იმ სურათს, რომელსაც მე ყოველდღე ვხედავ
ვფიქრობ, რომ არის ობიექტური და ნამდვილად ასახავს იმ სურათს, რომელსაც მე ყოველდღე ვხედავ, - ასე გამოეხმაურა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. გიული ალასანიას თქმით, სახალხო დამცველის კონსილიუმის მიერ გაკეთებული დასკვნა მისთვის მძიმე იყო, მაგრამ არა მოულოდნელი, ვინაიდან ის ამ სურათს ბოლო თვეების განმავლობაში დღეში ორჯერ ხედავს. "ვფიქრობ, რომ არის ობიექტური და ნამდვილად ასახავს იმ სურათს, რომელსაც მე ყოველდღე ვხედავ. დღეში ორჯერ შევდივარ უკვე მერამდენე თვეა და ამას ვხედავ. მძიმეა ეს დასკვნა, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელ არ იყო. მოგვეცემა შესაძლებლობა ალბათ, რომ ეს დასკვნაც დავურთოთ იმ საბუთებს, რომელიც გვაქვს და მივცეთ შემდგომი მსვლელობა, რომ იქნებ კიდევ მოვახერხოთ გადარჩენა ჩემი შვილის", - განაცხადა ალასანიამ. შეგახსენებთ, დღეს სახალხო დამცველის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც დასკვნაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე, მეოთხე სტადია, გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება და დეპრესია.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)