|
2023-04-04 15:55:08, 972 ნახვა
საზოგადოება
წულაძე სააკაშვილზე - თუ მკურნალობა არ ჩაერთო და ასე გაგრძელდა, გარდაიცვლება
თუ მკურნალობა არ ჩაერთო და ასე გაგრძელდა, გარდაიცვლება რაღაც მომენტს რომ მიაღწევს,- ასე შეაფასა ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. მისი თქმით, სააკაშვილის კუნთების მასა და კიდურები შემცირდა და თუ კუნთების მასა კიდევ უფრო შემცირდა, მაშინ ის საწოლზე მიეჯაჭვება. "კუნთების მასა, რა თქმა უნდა, შემცირდა, გარშემოწერილობები, კიდურები შემცირდა და თუ კუნთების მასა კიდევ უფრო შემცირდა, საწოლზე მიეჯაჭვება, ისედაც დაქვეითებული აქვს კუნთები. თუ ასე გაგრძელდა, ნამდვილად მძიმეა პროგნოზი. თუ მკურნალობა არ ჩაერთო და ასე გაგრძელდა, გარდაიცვლება რაღაც მომენტს რომ მიაღწევს და აქ პაციენტს ვერ უტარებენ ადეკვატურ მკურნალობას. ვერ თანხმდებიან, არ აქვთ ნდობა, თუ რაღაც, ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ აქ ვერ უტარდება აქ შესაბამისი მკურნალობა",- განაცხადა წულაძემ. შეგახსენებთ, რომ კლინიკა "ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები 2 აპრილს შევიდნენ. დღეს, 4 აპრილს კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)