|
2023-04-03 16:45:31, 909 ნახვა
საზოგადოება
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ
რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმესაათიანი შეხვედრა ექიმებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეთანხმების გარეშე დასრულდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროს პოზიციაა, რომ პერსონალი დაელოდოს მინისტრის პრეზენტაციას, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება და რომელზეც ყველა თანამშრომელი ამომწურავ პასუხს მიიღებს. "კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია. ჩვენ შევთანხმდით, რომ მომდევნო კვირაში დაგეგმილია მინისტრის პრეზენტაცია. მინისტრი დეტალურად ისაუბრებს გეგმებზე რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. სამინისტროს პოზიციაა, რომ პერსონალი დაელოდოს მინისტრის პრეზენტაციას, ყველა თანამშრომელი ამომწურავ პასუხს მიიღებს. ჩვენ ყველა ერთად შევთანხმდებით, რომ ქვეყნის ინტერესშია რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა იყოს ძლიერი და საუკეთესო კლინიკა", - აღნიშნა ილია ღუდუშაურმა. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რესპულიკური საავადმყოფოს ნგრევა დაანონსდა, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები, მედპერსონალის შენარჩუნების, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისა და კლინიკის დირექტორის, ზაზა ავალიანის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს მართავენ. ღია წერილი, რომელშიც კლინიკის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა, 21 მარტს გავრცელდა. 27 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება. ამავე დღეს, აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი და თქვა, რომ პერსონალს მომდევნო კვირას შეხვდებოდა. 1-ელ აპრილს, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, მედპერსონალის დასაქმებასა და ანაზღაურების გადახდაზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დასაქმება ვერ მოხდება, პასუხისმგებლობას იღებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)