|
2023-03-31 22:24:07, 1112 ნახვა
ლომჯარია „ოცნებას“ - საკუთარი დანაშაულების გამოძიებით დაიწყეთ, დამნაშავეები ხართ თქვენ
საკუთარ რიგებში ეძებეთ, საკუთარი დანაშაულების გამოძიებით დაიწყეთ, დამნაშავეები ხართ თქვენ, - ასე გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ლაზარე გრიგორიადისისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯის საკითხს. მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ მშვიდობიანი აქციები დაარბია, ხალხს გასაქცევი გზა მხუთავი გაზით ამოუქოლა და საქართველოს და ევროკავშირის დროშიან მოქალაქეებს სიცივეში წყლის ჭავლი მიუშვირა და ამის შემდეგ დამნაშავეებს სხვებში ეძებენ. "მშვიდობიანი აქციები დაარბიეს, ხალხს გასაქცევი გზა მხუთავი გაზით ამოუქოლეს, საქართველოს და ევროკავშირის დროშიან მოქალაქეებს სიცივეში წყლის ჭავლი მიუშვირეს, კაცს თვალი დათხარეს, ხმა რუსულ კანონს მისცეს, რომ საკუთარი პროდასავლური მოქალაქეების რეპრესიები და დევნა დაკანონებულიყო, ევროკავშირთან მისასვლი გზა საკუთარი ხელებით ჩახერგეს (სანამმოქალაქეების თავგანწირვამ უკან არ დაახევინათ) და დამნაშავეებს სხვაგან ეძებენ. საკუთარ რიგებში ეძებეთ, საკუთარი დანაშაულების გამოძიებით დაიწყეთ, დამნაშავეები ხართ თქვენ!", - წერს ლომჯარია. ცნობისთვის, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)