|
2023-03-30 14:51:24, 1023 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მომუშავე ჯგუფი, პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმუშავებს
ჯანდაცვის სამინისტროში, იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, მორიგი შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აქონდროპლაზიისა და სხვა იშვიათი დაავადებების მკურნალობის სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით იმსჯელეს. საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, იწყება აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მუშაობა, რომელშიც მონაწილეობას ექიმები, ექსპერტები და პაციენტის წარმომადგენელი მიიღებს. "საბჭოს წევრებმა, აქონდროპლაზიის სამკურნალო სხვადასხვა მეთოდები განიხილეს. მათ შორის, ბაზარზე ახლად შემოსული ერთ-ერთი მედიკამენტი ვოსორიტიდი. აღინიშნა, რომ პრეპარატი, დანერგვის ადრეულ ეტაპს გადის, შესაბამისად მისი გვერდითი ეფექტების, ასევე გრძელვადიან პერიოდში, მკურნალობის ეფექტურობის შესახებ, მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ წერილში, რომელიც სამინისტრომ პრეპარატთან დაკავშირებით გამოითხოვა, აღნიშნულია, რომ ვოსორიტიდი არ არის შეყვანილი ჯანმოს ესენციური მედიკამენტების სიაში და შესაბამისად, არ არსებობს საერთაშორისო გაიდლაინები. მწირ ინფორმაციაზე მიუთითებენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, ინგლისი და უელსი, სადაც მედიკამენტის შეფასების პროცედურა შეჩერებულია. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მომუშავე მულტიდისციპლინარული ჯგუფი, პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, იმუშავებს აღნიშნული პრეპარატის დანერგვის მართლზომიერებასა და იმ ჯგუფების შერჩევაზე, ვისთვის წამლის მიღება პრიორიტეტული იქნება. შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და ილია ღუდუშაური, პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, პედიატრი, პროფესორი ივანე ჩხაიძე, ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, თსსუ-ს პროფესორი გივი ჯავაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი დავით თუთბერიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტი თაკო უგულავა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სილვიუ დომენტე", - ნათქვაია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)