11:43 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-30 10:56:12, 1265 ნახვა

საზოგადოება
გორის მუნიციპალიტეტის სკოლიდან გაათავისუფლეს მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეზე, სავარაუდოდ, იძალადა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს მასწავლებელი, რომელმაც მე-7 კლასის მოსწავლეზე, სავარაუდოდ, იძალადა.

როგორც გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას უკვე მიმართა და ყველანაირი ინფორმაცია გადასცა.

"დისციპლინარულმა კომიტეტმა დაიწყო მოკვლევა და დღეს დაასრულა. პედაგოგი გათავისუფლდა სკოლიდან. დიახ [ფიზიკურად შეეხო მოსწავლეს]. გადაცემულია პოლიციაზე [ინფორმაცია] და გამოძიების დაწყება პოლიციის საქმეა, სკოლამ პოლიციას მიმართა",- განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის მიერ მოსწავლეზე ძალადობის ამსახველი ვიდეო მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ჯერჯერობით უცნობია, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics