|
2023-03-30 10:50:18, 1176 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურაში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიური სისტემის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიური სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ პრეზენტაციას, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, კომპანია "მეიქინგს საიენს სვიფტის" დამფუძნებელი ვაკო თურნავა, "სვიფტის" აქსელერაციის პროგრამის ხელმძღვანელი თემო მაღრაძე, საქართველოს პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები და კომპანია "მეიქინგს საიენს სვიფტის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „საქართველოს პროკურატურამ, „მეიქინგ საიენს სვიფთ"-თან თანამშრომლობით ინტრანეტი განაახლა, რომლის საშუალებითაც პროკურატურის თანამშრომლების სამუშაო პროცესი გამარტივდა და თანამედროვე ტექნოლოგიურ სტანდარტებს მოერგო. გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, კომპანია "მეიქინგს საიენს სვიფტს" თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. განახლებული ტექნოლოგიური გადაწყვეტა/ პროგრამული უზრუნველყოფა - აღჭურვილია ყველა იმ ფუნქციონალით, რაც საჭიროა ეფექტიანი სამუშაო პროცესისთვის. განახლებული ინტრანეტი, პროკურატურის თანამშრომლებს დაეხმარება მარტივად გაავრცელონ ინფორმაცია, მოიპოვონ საჭირო დოკუმენტაცია და ერთმანეთთან სწრაფად დაამყარონ კომუნიკაცია. ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. შესაბამისად, პროკურატურა თანამშრომელთა სამსახურებრივი საქმიანობისთვის და ეფექტიანი სამუშაოსთვის საჭირო თანამედროვე ციფრულ-ტექნოლოგიური სისტემის სხვადასხვა ფორმით განვითარებას სამომავლოდაც გეგმავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)