|
2023-03-30 09:55:55, 1194 ნახვა
საზოგადოება
სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ადგილზე გაეცნო. „დღეის მდგომარეობით, გურიის რეგიონში „საქმიანი ეზოები“ ფუნქციონირებს ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს ორი „საქმიანი ეზოს“ მოწყობა ლანჩხუთის და ერთის – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივ მოსახლეობას ყველა იმ სერვისთან ჰქონდეს გამარტივებული წვდომა, რასაც სატყეო სააგენტო სთავაზობს. „საქმიანი ეზოების“ ფუნქციონირების მთავარი მიზანი მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა. სოციალური ჭრა ეტაპობრივად სატყეო სააგენტოს კომფორტული სერვისებით ჩანაცვლდება, რათა მოსახლეობისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს საშეშე მერქანი“,- აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ინიციატივით, თითქმის ყველა რეგიონში 39 „საქმიანი ეზო“ ფუნქციონირებს, რაც უზრუნველყოფს ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების მიწოდების გამარტივებას. 2023 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით 17 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)