|
2023-03-29 10:24:48, 772 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერებაზე მუშაობს
ჯანდაცვის სამინისტრო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერების მიზნით, ახალ პროექტზე მუშაობს. საპილოტე პროექტის ფარგლებში, შეიქმნება ორსულთა და 5 წლამდე ბავშვთა მეთვალყურეობის სტრატეგია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ორსულებისთვის და ახალბედა მშობლებისთვის მომზადდება სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც დედათა და ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. ჯანდაცვის მინისტრი დედათა და ბავშვთა საკითხებში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს უფროს მრჩეველს კეიკო ოზაკს შეხვდა. მხარეებმა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორსულთა მეთვალყურეობის პროგრამის ფარგლებში, სპეციალური სახელმძღვანელოს დანერგვა ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. „შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი ვერა ბაზიარი და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დედათა და ბავშვთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი ნინო ლომია ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)