|
2023-03-28 22:07:22, 640 ნახვა
მალხაზ ურთქმელიძე - მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ, შეასრულოს ექიმების მოთხოვნა და დანიშნულება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთქმელიძემ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გაითვალისწინოს სამედიცინო პერსონალის მოთხოვნა და შეასრულოს მათი დანიშნულება. „გვინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ ასრულებს ექიმების მიერ გაცემულ სამკურნალო რეკომენდაციებს, უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე, პარენტერალურ კვებასა და სამედიცინო მანიპულაციებზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, გაითვალისწინოს ექიმების მოთხოვნა და შეასრულოს მათ მიერ მიწოდებული დანიშნულება", – განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ. რაც შეეხება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების მონაწილეობის საკითხს, მალხაზ ურთქმელიძის თქმით, დღემდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულყოფილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის. „რაც შეეხება მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის საკითხს, ამ დრომდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულყოფილი, გამართული მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის", – განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)