|
2023-03-28 11:04:22, 757 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი კონცეპტი“ და გაზეთი სამასსამოცდახუთი გიწვევთ საუბრებზე “ქართულ ჟურნალ-გაზეთების ისტორია”
„თიბისი კონცეპტ“ი და გაზეთი “სამასსამოცდახუთი”, გაზეთის მესამე გამოცემასთან დაკავშირებით, გიწვევთ ლაშა ბაქრაძის და ბელა წიფურიას მოხსენებებზე. გაზეთი "სამასსამოცდახუთი" ყოველწლიური გამოცემაა, რომელიც უკვე მესამე წელია ქართველი ხელოვანების განვლილი წლის მხატვრული მიგნებების ტექსტურ დოკუმენტაციას ქმნის. გამოცემაში ხელოვანები ღიად საუბრობენ საკუთარ გამოცდილებაზე, გასული წლის შთაგონების, ფიქრის, განვითარების დრამატურგიაზე, სულიერ თუ ფილოსოფიურ ძიებებზე, ტექნიკურ პროცესებზე და გავლენებზე. წლევანდელი შეხვედრა ქართულ ჟურნალ-გაზეთების ისტორიაზე საუბარს დაეთმობა. ღონისძიება გაიმართება 1 აპრილს, 16:00 საათზე კ. მარჯანიშვილის 7-ში. 16:00 |ლაშა ბაქრაძე “ჟურნალ-გაზეთები საქართველოში XIX საუკუნეში”. 17:00 | ბელა წიფურია “1910-1920-იანი წლების ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები”. შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია! ღონისძიებაზე დაგხვდებათ გაზეთ “სამასსამოცდახუთის” წლევანდელი გამოცემა, სადაც Სახელოვნებო სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ორმოცდახუთი ხელოვანის სტატიას გაეცნობით. ზოგიერთი მათგანი პირველად წერს გაზეთისთვის, ზოგი კი უკვე წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად აღწერს დროის დინამიკაში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც მათი სახელოვნებო პრაქტიკისა და საბოლოოდ - ნამუშევრებისთვის მნიშვნელოვანი და ზოგჯერ გადამწყვეტიც კი აღმოჩენილა. გაზეთის დიზაინის ელემენტები შეიქმნა თავისუფალი უნივერსიტეტის, ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის (VA[A]DS) კომუნიკაციის დიზაინის მიმართულების სტუდენტებთან კოლაბორაციით. ავტორები: გვანცა ბლიაძე, ლიზი გიორგაძე. ხელმძღვანელი: მარიამ ზალდასტანიშვილი. გაზეთ "სამასსამოცდახუთი" მესამე გამოცემის მხარდამჭერია „თიბისი კონცეპტი“. “თიბისი კონცეპტი“ აგრძელებს თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერას და მუდამ მზადაა თავის მულტიფუნქციურ სივრცეში უმასპინძლოს გამოფენებს, საინტერესო შეხვედრებს, სახელოვნებო დისკუსიებსა თუ პრეზენტაციებს” - მარიამ წიქარიძე, „თიბისის“ სახელოვნებო პროექტების კურატორი.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)