|
2023-03-26 13:44:11, 989 ნახვა
საზოგადოება
წავკისში, აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
მთაწმინდის რაიონში, წავკისში, აღმაშენებლის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე, გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები - წყალარინების სისტემა და სანიაღვრე ქსელი. პროექტის ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი ჯამში, 10 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ასევე, მოეწყო ბორდიური. ბოლო ეტაპის სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი მთაწმინდის რაიონის გამგებელთან, დავით კირკიტაძესთან ერთად გაეცნო. „აღნიშნულ ქუჩაზე საავტომობილო გზა სრულად ამორტიზებული იყო და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა, განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს. შესაბამისად, აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ და დაახლოებით, ორი კილომეტრზე დაიგო ასფალტის საფარი. მსგავსი სიტუაცია ბევრ ქუჩაზეა და ეტაპობრივად მოწესრიგდება. მიმდინარე წელს, წავკისში 9 ძმა ხერხეულიძისა და სააკაძის ქუჩების რეაბილიტაციაცაა დაგეგმილი“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. ინფრასტრუქტურული პროექტი, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ „პარმა“ შეასრულა და ჯამში, ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის 1 200 000 ლარამდე დაიხარჯა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)