|
2023-03-26 00:11:15, 1873 ნახვა
საზოგადოება
მღვდელ-მონაზონი ლეონ გელოვანი -საქართველოს პატრიარქი ყმობას უმტკიცებს რუსეთის პატრიარქს
საქართველოს პატრიარქი ყმობას უმტკიცებს რუსეთის პატრიარქს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში - ამის შესახებ, უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელ-მონაზონმა, ლეონ გელოვანმა განაცხადა. "მართლა არ ვიცი რისი თქმა შეიძლება. წერილი მაინც დაემალათ, ან დღეს მაინც არ გამოექვეყნებინათ, სირცხვილის გრძნობა მაინც ხომ უნდა ქონდეთ? საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, საქართველოს პატრიარქი ყმობას უმტკიცებს რუსეთის პატრიარქს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში, არ ვიცი მეტი საშინელება რა შეიძლება გაეკეთებინა საპატრიარქოს დღეს." - აცხადებს მღვდელ-მონაზონი. მისი თქმით, ეკლესია-მონასტრები უნდა იყოს არა კონკრეტული იერარქის, არამედ ხალხის საკუთრება "მის უწმინდესობას მინდა შევახსენო, რომ ეკლესია-მონასტრები უნდა იყოს არა კონკრეტული იერარქის, არამედ ხალხის საკუთრება და დიახ, ნამდვილად გამართლებული და სასიხარულო ფაქტია, რომ უკრაინის ისტორიული ლავრა ჩამოერთვა რუსულ ეკლესიას დაქვემდებარებულ იერარქს და გადაეცა უკრაინელ ხალხს" - აცხადებს ლეონ გელოვანი. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს უკრაინაში რუსეთის ეკლესიის მხარდამჭერი წერილით მიმართავს და სთხოვს, რომ ჩაერთოს იმ "დაძაბულობის განმუხტვაში", რომელიც უკრაინაში რუსული ეკლესიისთვის კიევ-პეჩორის ლავრის ჩამორთმევის შემდეგ წარმოიქმნა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)