2023-03-25 18:16:06, 362 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძემ მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულთან, თანამშრომლობის ინიციატივები განიხილა
![]() საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულს, იოახიმ შტამპს შეხვდა. აღიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს უწყების ცნობით, შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ იოახიმ შტამპთან ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობისთვის სამომავლო ინიციატივები განიხილა, რაც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, საქართველოდან გერმანიაში წასული ლეგალური მიგრანტების უფლებების დაცვას, მეორე მხრივ, არალეგალ მიგრანტთა რაოდენობის შემცირებას. „რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს პოლიტიკა მიგრაციის სფეროში მნიშვნელოვნად განვითარდა და ამ საკითხში განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობამ. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით გერმანიისა და საქართველოს შემდგომი თანამშრომლობაც ასეთივე წარმატებული იქნება. რატი ბრეგაძისა და იოახიმ შტამპის შეხვედრა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მჭიდრო სექტორული თანამშრომლობის გაგრძელებაა, ამჯერად მიგრაციის მართვის მიმართულებით. იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებზე გერმანიასთან თანამშრომლობა განსაკუთრებით ინტენსიური 2022 წლიდან გახდა, როდესაც მხარეებს შორის გაფორმდა იუსტიციის სფეროში საქართველო-გერმანიის 2022-2025 წლების თანამშრომლობის პროგრამა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილე ბექა ძამაშვილი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კულება - უკრაინას ნატოს წევრობასთან დაკავშრებით სიცხადე სჭირდება
კახოვკის ტალღამ ჩამორეცხა მშვიდობის უკანასკნელი იმედები
პოლონეთმა წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად უკრაინას წყლის ავზები და ამოსატუმბი ხელსაწყოები გადასცა
აშშ-ის ელჩი ჩინეთში - ვიმედოვნებ, რომ ჩინეთი სწორ არჩევანს გააკეთებს და დაარწმუნებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო სამართალი
|
ომი უკრაინაში![]() კულება - უკრაინას ნატოს წევრობასთან დაკავშრებით სიცხადე სჭირდება
![]() პოლონეთმა წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად უკრაინას წყლის ავზები და ამოსატუმბი ხელსაწყოები გადასცა
![]() უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ მუშუქია დაიღუპა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|