|
2023-03-25 12:59:38, 815 ნახვა
საზოგადოება
112-ში POSTV-ის ცრუ ზარის გამო, დიმიტრი ჩიქოვანის სახლი პოლიციამ გაჩხრიკა
112-ში ტელევიზია, POSTV-ის ჟურნალისტის მიერ განხორციელებული ცრუ ზარის გამო გუშინ, გვიან ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. უწყებაში ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, თათია სამხარაძე გაიტაცა, თუმცა პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს. როგორც, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია. "შეგნებული პროვოკაცია. ზოგიერთი ჟურნალისტის თუ ვისი მხრიდან, მაგრამ ეს არის ცრუ დასმენა და შეგნებული პროვოკაცია, მოწყობილი დიმა ჩიქოვანის მიმართ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია. "პოს ტვ-ის" სუს-ის და ამ რეჟიმის სხვა წარმომადგენლების მიერ ერთობლივად ორგანიზებული პროვოკაცია" ,- განაცხადა ცისკარიშვილმა. ცნობისთვის, თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)