|
2023-03-24 18:50:14, 869 ნახვა
საზოგადოება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტებს შეხვდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრისას გერმანელი დიპლომატი ისმენდა ახალგაზრდების პოზიციას თუ როგორ ხედავენ ისინი ქვეყნის მომავალს და ევროპულ პერსპექტივებს, ასევე საუბარი შეეხო იმ დაბრკოლებებს, რაც ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას ხელს უშლის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის თქმით, ევროკავშირს აქვს ძალიან პრინციპული პოზიცია, რომ საქართველო უდნა იყოს ევროკავშირის წევრი, რაც მამოტივირებალი და ძალის მომცემია. "მნიშვნელოვანი იყო გზავნილი, რომ ისინი ჩვენთან არიან, მხარს გვიჭერენ ყველა შესაძლო ფორმით და ფუსტრირება, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ხშირად, შეიძლება ეს იყოს იმედგაცრუება, ეს არ არის იმის მიზეზი, რომ ხელი ჩავიქნიოთ, იმიტომ, რომ ისინი ასე არ გვიყურებენ. მათ აქვთ ძალიან პრინციპული პოზიცია, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი", - ამბობს ივა ლომიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. სტუდენტებისა და გერმანელი დიპლომატის შეხვედრაზე ყველა მსურველი ვერ მოხვდა, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ლაზარე ორდენიძე განმარტავს, ის სტუდენტები, რომლებიც მარტის საპროტესტო აქციებში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას და ჰქონდათ კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ ვერცერთ ვერ ესწრება შეხვედრას, რაც ალბათ მიზნად ისახავს ახალგაზრდების ხმის ჩახშობას, ვინაიდან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვერ გაიგოს თუ რა ხდება რეალურად საქართველოში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)