|
2023-03-24 10:01:38, 886 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს
საქართველოს პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. აღნიშნული ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. მათი ცნობით, შეზღუდვა აკრედიტებულ ჟურნალისტებს არ შეეხებათ. "მიმდინარე წლის 24 მარტს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა", - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, დღეს, საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)