|
2023-03-23 14:38:15, 1092 ნახვა
საზოგადოება
ონლაინ კონსულტაცია წამყვან უროლოგებთან
REDMED-ი პირველი ქართული სამედიცინო სერვისების პლატფორმაა, რომელიც ამარტივებს მათ ხელმისაწვდომობას და გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ მომსახურება სახლიდან გაუსვლელად. ის აერთიანებს 20-ზე მეტი სპეციალობის 300-მდე ექიმს საქართველოსა და უცხოეთის წამყვანი კლინიკებიდან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპეციალობა, რომლის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ პათოლოგიებზე ზრუნვისთვის REDMED–მა პროფესიონალი ექიმები გააერთიანა არის უროლოგია. უროლოგია როგორც თერაპიული ისე ქირურგიული სპეციალობაა, რომელიც პათოლოგიათა ფართო სპექტრს მოიცავს. ის აერთიანებს ქალის საშარდე და მამაკაცის შარდ-სასქესო სისტემის დაავადებებს. არსებობს 6 გავრცელებული უროლოგიური პრობლემაა: ● ერექციული დისფუნქცია – პრობლემა რომელსაც მსოფლიოში 10-დან 1 მამაკაცი აწყდება. გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს სისხლის მიმოქცევის დარღვევა, სხვადასხვა სახის ნევროლოგიური პრობლემები, ფსიქიკური დარღვევები ან მიღებული ტრავმა. ● საშარდე გზების განმეორებითი ინფექცია – რაც მამაკაცებთან შედარებით მოკლე შარდსადენის არსებობის გამო უმეტესად გვხვდება ქალებში. პათოგენური ბაქტერიების ან ვირუსების მოხვედრა შარდსავალ გზებში იწვევს ინფექციის განვითარებას, რაც გამოიხატება შარდვის დროს წვის შეგრძნებასა და გახშირებულ შარდვაში. შორს წასულ ფორმებში ინფექციამ შესაძლოა მიაღწიოს თირკმლებამდეც და გამოიწვიოს მათი ანთება – პიელონეფრიტი. ● შარდის შეუკავებლობა – პრობლემა, რომელიც ნებისმიერ ასაკში გვხვდება და რომლის გამომწვევი მიზეზებიდან ცნობილია: დიაბეტი, სტრესი, მშობიარობა, ზურგის ტვინის დაზიანება, ასაკობრივი შარდის ბუშტის და მენჯის კუნთების ჰიპოტონია (მოდუნება). ● თირკმლის და შარდსაწვეთის კენჭები – ყალიბდება შარდში არსებული კრისტალური ნაწილაკებისგან, რაც იწვევს საშარდე გზების სრულად დახშობას და შემდგომში თირკმლების შეშუპებას მათი გათიშვით. იმ შემთხვევაში თუ მოხდა კენჭის გამოდევნა, ამ პროცესს მტკივნეული და სისხლიანი შარდვა მოყვება. ● მენჯის კუნთების სისუსტე – რაც საფუძველია შარდის ბუშტის, საშვილოსნოს ყელისა და სწორი ნაწლავის ტონუსში ყოფნის შეუძლებლობისა. მისი განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზი მშბიარობის დროს მიღებული ტრავმაა. ● პროსტატის ჰიპერპლაზია/სიმსივნე – ჰიპერპლაზია ტერმინოლოგიურად ზომაში გაზრდას ნიშნავს, რაც სიმსივნის განვითარების წინაპირობას შესაძლოა წარმოადგენდეს. განვითარების მიზეზებს შორისაა გენეტიკური წინასწარგანწყობა, ერქციული დისფუნქცია ან სხვა მდგომარეობები. ზემოთ ჩამოთვლილი თუ სხვა უროლოგიური დაავადებების პრევენციისა და ეფექტური მკურნალობისთვის აუცილებელია მათი ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და კვალიფიციური უროლოგის ჩართულობა. სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია დროულად დაუკავშირდეთ სპეციალისტს, რაშიც REDMED-ის დისტანციური სერვისების პლატფორმა დაგეხმარებათ. ონლაინ განხორციელებული ზარი პირველადი რეაგირების მნიშვნელოვანი რგოლია და ის მონაწილეობს საწყისი ზომების მიღებასა და სამომავლო პერსპექტივების ნათელყოფაში.
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)