|
2023-03-23 14:23:32, 815 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - რამდენიმე მეტროსადგურში ე.წ. ტურნიკეტების მოსაწყობად პოლონური კომპანია შეირჩა და მათგან დასტურს ველოდებით
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას რამდენიმე მეტროსადგურში ე.წ. ტურნიკეტების მოწყობისა და ასევე, „ახმეტელის თეატრის“ ახალი ამოსასვლელის პროექტის განხორციელების შესახებ ისაუბრა. თბილისის მერის განცხადებით, მეტროსადგურებში „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“ და „დიდუბე“ ე.წ. ტურნიკეტების მოწყობის პროექტი უკვე წარედგინა პოლონურ კომპანიას და ის კომპანიის მხრიდან დადასტურების შემდეგ სამ თვეში განხორციელდება. „ე.წ. ტურნიკეტების მოწყობასთან დაკავშირებით შერჩეულია პოლონური კომპანია, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. ველოდებით დადასტურებას. ჩვენ წარვუდგინეთ პროექტი, კერძოდ, რისი გაკეთება გვინდა. დადასტურებიდან სამ თვეში უკვე შესაძლებელი იქნება, რომ პროექტი იყოს დასრულებული. ასევე, გვაქვს მეორე, ცოტა გრძელვადიანი - „ახმეტელის თეატრის“ მეტროს ახალი ამოსასვლელ-ჩასასვლელის პროექტი. იგივე არის მეტროსადგურ „სამგორთან“ დაკავშირებით. ამ ყველაფერზე ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან, ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, რომ მოხდეს 12 მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია, განახლება და ათ მეტროსადგურზე შესაბამისი პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)