|
2023-03-23 13:38:33, 729 ნახვა
საზოგადოება
ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიას კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაემატება
ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ იმ ტერიტორიაზე, რომელიც თბილისის მერიამ გასული წლის შემოდგომაზე ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა, რეკრეაციული სივრცე ეწყობა. სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური აწარმოებს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. „მზიურში“ არსებული ტერიტორია, რომელიც, დაახლოებით, 1.5 ჰექტარი იყო და კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, მუნიციპალიტეტმა გამოისყიდა. არსებულ ტერიტორიაზე გვაქვს მუნიციპალური მიწაც. მთლიანობაში, ორ ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი პარკი ეწყობა, რომელიც „მზიურის“ გაგრძელება იქნება. იმ მთავარ, დიდ მდელოს, რომელიც დაზიანებული იყო, რეაბილიტაცია უტარდება - მთლიანად გამოიცვლება დრენაჟი და მწვანე საფარი, დაემატება ხე-მცენარეები. ასევე, სრულად რეაბილიტირდება სპორტული სივრცე და დამონტაჟდება განათების სისტემა. პარკში მოეწყობა საპიკნიკე არეალი და ძაღლების სასეირნო სივრცეც. „მზიური“ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, მისი ტერიტორიის გაფართოება კი ყველა თაობის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. ''რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, საპიკნიკე სივრცე, ცხოველების სასეირნო ზონა, დასასვენებელი პავილიონი, გარე განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ასევე, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო სხვადასხვა ღონისძიება. გარდა ამისა, სადრენაჟე სისტემების მოწყობა მიმდინარეობს „მზიურში“ არსებულ საპიკნიკე არეალში. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა სარწყავი წყლისა და ნალექის გატარების შეფერხებამ გამოიწვია.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)