|
2023-03-20 22:39:03, 786 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - ბიზნესს, მოგების მაქსიმიზაციის გარდა, უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც სოციალურ პასუხისმგებლობას გულისხმობს
„ბიზნესს, მოგების მაქსიმიზაციის გარდა, უნდა ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც ეხება სოციალურ პასუხისმგებლობას. ის, რომ რამდენიმე ჰოლდინგური კომპანია დომინანტია, არ შეიძლება, მათი შეთანხმებით, ბაზარს და ჩვენს მოქალაქეებს ზიანი მიადგეთ“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრმა, ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს გაცხადებული პრიორიტეტია და სახელმწიფო წამლის ფასის ხელოვნური გაძვირებას არ დაუშვებს. „მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრის პირველსავე კვირაში, 15 თებერვლიდან, ზოგიერთმა კომპანიამ ჩათვალა, რომ შეეძლოთ იმ მედიკამენტებზე ფასების გაზრდა, რომლებზეც ზედა ზღვარი არ დაწესდა, ან მის დაწესებამდე, უფრო დაბალ ფასად იყიდებოდა. ეს დაუშვებელი და მიუღებელია ჩვენთვის. სწორედ ამიტომ, მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება და ძალიან ოპერატიულად, ფასების ძველ ნიშნულზე დაბრუნება მოხდა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მინისტრის თქმით, ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ქონდა კონკურენციის სააგენტოსაც, რომელსაც რამდენიმე კვირაში, პირველი მონახაზი ექნება იმის შესახებ თუ რა მოხდა რეალურად. „კომპანიებს, ფასების მატებაზე, სხვადასხვაგვარი ახსნა აქვთ - ზოგიერთი ამბობს, რომ შემთხვევით მოხდა, ზოგიერთის თქმით, ტექნიკურად სისტემამ თვითონ გააძვირა მედიკამენტები და როგორც კი აღმოაჩინეს, მაშინვე დაწიეს ფასები. სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია, რა პასუხისმგებლობაც გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მიმართ, მინდა იგივე გაიზიარონ კომპანიებმაც და უფრო მეტი სოციალური პასუხისმგებლობით მიუდგნენ ამ საკითხს“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტული სექტორის, ხარისხისა და საბიუჯეტო ხარჯების კუთხით, უკეთ რეგულაციისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, უწყებას, უკვე მზად აქვს და დოკუმენტს, საქართველოს პარლამენტი, უახლოეს მომავალში წარუდგენს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)