|
2023-03-20 22:37:13, 723 ნახვა
სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის, ახალი სანებართვო პირობები დამტკიცდა
სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის, ახალი სანებართვო პირობები დამტკიცდა. ცვლილების მიზანი, პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. სიახლის შესახებ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, სამედიცინო სერვისებისა და მომსახურების გაუმჯობესება სახელმწიფოს პრიორიტეტია. მიზნის მისაღწევად კი, ჯანდაცვის სამინისტრომ, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა. „მოგეხსნებათ, გასულ წელს, აქტიურად დავიწყეთ, კლინიკების მომსახურების ხარისხის გაზრდის კუთხით, სხვადასხვა ღონისძიების გატარება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, სხვადასხვა მიმართულების მიხედვით, განვსაზღვრეთ სტანდარტები. წინა პერიოდში - რეანიმაციის მომსახურების მიმწოდებლებისთვის, დღეს - ქირურგიის. ყველა მიმართულებას მივყვებით და ექნება თავის სტანდარტი, როგორც ოთახების მოწყობის, ისე - აღჭურვის და სხვადასხვა კომპონენტის მიმართულებით. გარდა ამისა, 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო გახდება. ჩვენ, მივყვებით ამ მიმართულებით დასახულ გეგმას და ვფიქრობ, ძალიან მალე, კლინიკებში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მომსახურება გვექნება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)