|
2023-03-20 17:07:04, 739 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - სამინისტრო და პენიტენციური არ იქნებიან წინააღმდეგი, თუ მსჯავრდებული წარმოადგენს სასურველ უცხოელ ექიმთა სიას
მსურს, გავაკეთო განცხადება დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, კერძოდ, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო არ უშვებს პოლონელ ექიმებს. აქვე მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ 2022 წლის 29 ნოემბერს შევთავაზეთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, ჩამოეყვანათ უცხოელი ექიმები ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან, რათა ჩართულიყვნენ მისი მკურნალობის პროცესში,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. "შემდგომ, სამი დღის წინ, კიდევ დამატებით განვმარტეთ, რომ ჩვენი შეთავაზება ძალაშია და სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნებიან წინააღმდეგი, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩაერთოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. დღეს მთავრობის სხდომაზე წამოსვლამდე, 13:00 საათის მდგომარეობით, კიდევ ერთხელ გადავამოწმე, და მინდა, თამამად გითხრათ, რომ ამ დროისთვის, ვგულისხმობ პირველ საათს, არ ყოფილა შემოსული არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რაიმე განცხადება, რომლის მიხედვითაც გვთხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართულიყვნენ უცხოელი ექიმები. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო როგორც უშუალოდ მსჯავრდებულ სააკაშვილს, ისე მისი ოჯახის წევრებს, და საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით განვმარტო, რომ სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნებიან წინააღმდეგი, თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს ადგილზე, კლინიკა „ვივა მედში", მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას და ამ შემთხვევაში ჩვენ ვუშუამდგომლებთ მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან, იმისთვის, რომ შემდგომ ამ ექიმებმა გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რათა მიიღონ საექიმო საქმიანობის ნებართვა და შეძლონ შემდგომ მსჯავრდებული სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, საქართველოში, კერძოდ, იმ კლინიკაში, სადაც ის ახლა მკურნალობს", – განაცხადა ბრეგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)