|
2023-03-20 16:09:08, 645 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ხმალაძე - პირველ აპრილს სისტემა, დაახლოებით, 35 ათას A კატეგორიის ნებართვას დააგენერირებს
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის მესამე ფაზა ძალაში შევიდა. 1-ელ აპრილს უვადო ნებართვები დაურიგდებათ იმ პირებს, ვინც აქამდე A კატეგორიის ნებართვებს ფლობდა. როგორც ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ თბილისში შეიქმნა ტაქსის ნებართვების ბაზარი, რომელსაც მუნიციპალიტეტი ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით მოემსახურება. „დღევანდელი მონაცემებით, 1-ელ აპრილს სისტემა დააგენერირებს, დაახლოებით, 35 ათას A კატეგორიის ნებართვას, რომელიც დაურიგდება 35 ათას ფიზიკურ პირს. უკანასკნელ დღეებში, დაახლოებით 3-4 ათასით მოიმატა მსურველთა რაოდენობამ. მნიშვნელოვანია, რომ თბილისში პირველად შეიქმნა ტაქსის ნებართვის ბაზარი, რომელსაც მუნიციპალიტეტი ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით მოემსახურება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, 1-ელი აპრილიდან ასევე ამოქმედდება taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვერსია, სადაც შესაძლებელი იქნება ნებართვების მართვა იმ რეჟიმით, რომელსაც რეფორმის მესამე ეტაპი ითვალისწინებს. რაც შეეხება ნებართვის ღირებულებას, ვიცე-მერის თქმით, ამას ბაზარი დაარეგულირებს. რაც შეეხება B კატეგორიის ტაქსების ნებართვებს, ვიცე-მერის თქმით, მათი რაოდენობა, დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, 9 ათასამდეა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)