|
2023-03-20 14:24:12, 659 ნახვა
საზოგადოება
ამილახვარი - ჩემი მინისტრობის პერიოდში, პროფესიული განათლება გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად
ჩემი მინისტრობის პერიოდში, პროფესიული განათლება გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. მისი თქმით, დღეიდან აქტიურ კომუნიკაციას დაიწყებს განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს ამ დარგში გვაქვს. "დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან, ბავშვებთან, მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, მეცნიერებთან, სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს დარგში გვაქვს და მიღებული უკუკავშირის შედეგად მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს ყველა პრობლემაზე საპასუხოდ. ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო შევთავაზოთ ჩვენ შვილებს სკოლებში, დაწყებული ინფრასტრუქტურით, გაგრძელებული სასწავლო პროგრამით და საგანმანათლებლო რესურსებით. აუცილებლად შევქმნით ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია ამ პროფესიის, ღირსების და პოპულარიზაციის ამაღლებისთვის. აუცილებლად შევთავაზებთ დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს ყველა მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ხელს შევუწყობთ მათ ამ პროცესში. მხარს დავუჭერთ უმაღლეს განათლებაში და პროფესიულ განათლებაში ერთობლივი, ორმაგი პროგრამების დანერგვას და განხორციელებას, ჩვენს ევროპელ და დასავლელ უცხოელ უნივერსიტეტებთან ერთად. პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად და უახლოეს პერიოდში ჩვენ შემოგთავაზებთ იმ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას და რა კონკრეტულ და იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის",- განაცხადა ამილახვარმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს დღეიდან, გიორგი ამილახვარი შეცვლის.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)