|
2023-03-20 11:45:39, 952 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - თებერვლის სავალუტო შემოდინებები კიდევ გაუმჯობესდა
თებერვალში, საგარეო ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების წმინდა შემოდინებები კიდევ გაუმჯობესდა და როგორც აბსოლუტურ მოცულობაში, ისე მშპ-ისთან მიმართებით, ამ მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ტურიზმისა და გზავნილების დინამიკა მოლოდინების შესაბამისი იყო, თუმცა ექსპორტი და განსაკუთრებით იმპორტი უფრო ზომიერ დინამიკას აჩვენებდა. ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს "თიბისი კაპიტალის" 6.4%-იან ზრდის სცენართან დაკავშირებით, თუმცა გასათვალისწინებელია მაღალი საბაზო ეფექტი და სავარაუდოდ, ერთჯერადი ფაქტორებიც. საგარეო ვაჭრობის დეტალური სტატისტიკა ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. ბუნებრივია, ბოლო პერიოდში, სავალუტო შემოდინებებში რუსეთის წილი მზარდია, თუმცა ის, სხვადასხვა დაშვების გათვალისწინებით, მაინც ზომიერ დონეზე ნარჩუნდება. ამ საკითხზე, "თიბისი კაპიტალის" შეფასება უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. ამავდროულად, მიუხედავად გაუმჯობესებული წმინდა სავალუტო შემოდინებებისა, "თიბისი კაპიტალი" ინარჩუნებს შეფასებას, რომ სადღეისოდ, ეს ლარის მატერიალური გამყარების საკმარისი წინაპირობა არ არის, რადგანაც ინფლაციის შემცირება კვლავ საბაზო სცენარია და ასევე, ლარის საშუალო კურსი, მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით, მცირედით, მაგრამ მაინც უფრო გამყარებულია. ეკონომიკის ზრდისა და ინფლაციის ნორმალიზება კი, ძლიერ სავალუტო შემოდინებებთან ერთად, ლარში განაკვეთების შემცირების მნიშვნელოვანი არგუმენტია. ამ მხრივ, თავისთავად, გასათვალისწინებელია საერთაშორისო საფინანსო სისტემაში არსებული სირთულეები და გაურკვევლობა, თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგად, შემცირდა ამერიკის სახაზინო ობლიგაციების 10 წლიანი განაკვეთი, რაც, ცალკე აღებული, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის შერბილების ასევე მხარდამჭერი არგუმენტია. გაეცანით პუბლიკაციას შემდეგ ბმულზე.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)