06:22 - 23 May, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-19 15:14:15, 465 ნახვა

საზოგადოება
სტუდენტური მოძრაობის ცნობით, ბაგების საცხოვრებელში შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ

"მაისის სტუდენტური მოძრაობის" აცხადებს, რომ, ბაგების საცხოვრებელში პოლიცია შევიდა და სტუდენტებს პირადი მონაცემები გამოართვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში მისვლის ფაქტს ადასტურებენ თსუ-შიც, თუმცა ამბობენ, რომ ეს იყო გეგმიური შესვლა, რასაც მართლწესრიგის ოფიცრები წელიწადში ერთხელ აკეთებენ.

სტუდენტებთან პოლიციის წარმომადგენლების მისვლაზე განცხადება მაისის მოძრაობამ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.

"როგორც სტუდენტებმა გვითხრეს, მათ თავი ვაკის პოლიციის თანამშრომლებად გააცნეს და პირადი მონაცემები გამოართვეს. ამავდროულად, მათ სტუდენტებისთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, თუ რას ემსახურებოდა პერსონალური ინფორმაციის შეგროვება. ამის შესახებ სტუდენტები ადმინისტრაციას არ გაუფრთხილებია. პოლიციის თანამშრომლებს არ ახლდნენ საცხოვრებლის ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ასევე, არ იყვნენ ინფორმირებულნი მსგავსი აღრიცხვის საჭიროების და მნიშვნელობის შესახებ", - წერია მოძრაობის განცხადებაში.

"მაისის სტუდენტური მოძრაობა" ამ ფაქტს სტუდენტების მიმართ "პირდაპირ გზავნილად" აღიქვამს, რომ "თუ გაბედავენ, ნებისმიერი სახით, სახელმწიფოში გაბატონებული უთანასწორობის წინაღმდეგ ბრძოლას, მათ სახელმწიფო საპოლიციო რეჟიმი პასუხს გასცემს... პოლიციას არაფერი ესაქმება უნივერსიტეტში, სტუდენტების საცხოვრებელში, თუმცა, ბოლო პერიოდში, ხელისუფლება ავტორიტარული გამოვლინებებით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება".

უნივერსიტეტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, თინათინ იზორიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ადგილზე მართლწესრიგის ოფიცრები წელიწადში ერთხელ დადიან ხოლმე არამხოლოდ სტუდენტებთან, არამედ, ადგილობრივ მოსახლეობასთანაც. მისივე თქმით, ეს მოხდა 15-16 მარტს.

"ყოველ წელს, წელიწადში ერთხელ, არამხოლოდ სტუდენტურ საცხოვრებელში, არამედ ყველა ოჯახში დადიან მართლწესრიგის ოფიცრები. ისინი ამოწმებენ, ვინ ცხოვრობს ამა თუ იმ ადგილას. ასეთი წესი აქვთ. ყოველ წელს შემოდიოდნენ ჩვენთანაც და ამას არაფერი მოჰყოლია. არანაირი ჩხრეკა არ ყოფილა... ეს იყო ოთხშაბათს, ბაგების პირველ კორპუსში, ხუთშაბათს ბაგების მეორე კორპუსში და კვირას მოუნდა ვიღაცას ამაზე საუბარი", - თქვა მან და, ასევე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი გაფრთხილებული არ ყოფილა შსს-ის წარმომადგენლების სტუდენტებთან მისვლის შესახებ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბორელი - საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინოს
კობახიძე - ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი - დოკუმენტი სავსეა აბსურდული ჩანაწერებით
სტეფანჩუკი - ისინი, ვინც ეჭვქვეშ აყენებენ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობას, უკრაინის მტრები არიან
PACE-ს მომხსენებლები - მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და გააუქმოს კანონი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics