05:35 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 22:35:15, 645 ნახვა

ვაკის მედიათეკაში ფრანკოფონიისა და ფრანგული ენის დღეების ღონისძიება გაიმართება

21 მარტს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში, გაიმართება ფრანკოფონიისა და ფრანგული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - შეხვედრა 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატ ანი ერნოს „წლების“ მთარგმნელ ლალი უნაფქოშვილთან.

ღონისძიება გაიმართება თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებით, ფრანგულ ინსტიტუტთან და გამომცემლობა „პალიტრა L-თან“ თანამშრომლობით.

საღამოს სტუმარი ასევე იქნება მთარგმნელი და დრამატურგი ვალერი ოთხოზორია. შეხვედრაზე ისაუბრებენ წიგნის მნიშვნელობაზე თანამედროვე ლიტერატურაში, ანი ერნოს სამწერლო ენის თავისებურებებსა და თარგმანზე მუშაობის პროცესზე. 

2023 წლის ფრანკოფონიის თვე 10 მარტს დაიწყო და 6 აპრილის ჩათვლით გასტანს. პროგრამის თანახმად,  დაგეგმილია ფრანგულენოვანი კინოს დღეები, გერონტი ქიქოძის სახელობის ლიტერატურული პრემია ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისთვის, ფრანგულენოვანი ლიტერატურის ქართულენოვანი თარგმანების წარდგენები, დისკუსიები, კონფერენციები, საჯარო ლექციები და სხვა.

„ფრანკოფონია 2023“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პატრონაჟით, ასევე საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის, საფრანგეთის საელჩოს, შვეიცარიის საელჩოს, თბილისის მერიისა და საქართველოში წარმოდგენილი ფრანგულენოვანი პარტნიორების ხელშეწყობით ტარდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics