03:22 - 27 Jul, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 13:21:54, 515 ნახვა

საზოგადოება
გალტ & თაგარტმა ავტომობილების ბიზნესის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

გალტ & თაგარტმა საქართველოსა და მსოფლიოში ავტომობილების ბიზნესში მიმდინარე ცვლილებების, მოლოდინებისა და სექტორის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. 

კვლევის პრეზენტაცია 16 მარტს “არტ ჰაუსში“ გაიმართა, რომელსაც საქართველოში ავტომობილების ბიზნესის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

აღნიშნული კვლევის თანახმად, 2021 წლიდან მსოფლიო ბაზარზე შექმნილი ნახევარგამტარების დეფიციტის შედეგად, მკვეთრად შემცირდა ახალი ავტომობილების წარმოება, ხოლო მოთხოვნა ძლიერი დარჩა. შედეგად, გლობალურად ახალი ავტომობილების ფასები რეკორდულად გაიზარდა 2021-22 წლებში. ფასები ასევე გაიზარდა მეორად ავტომობილებზე, მანჰეიმის მეორადი მანქანების ფასების ინდექსი 55.4%-ით გაიზარდა 2022 წელს 2019 წელთან შედარებით. 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2023 წლისთვის ნახევარგამტარების მიწოდების ნორმალიზების, ნედლეულის ფასების კლებისა და მოთხოვნის მოსალოდნელი შემცირების შედეგად, ახალ ავტომობილებზე ფასები დაიკლებს. JP Morgan-ის პროგნოზით, აშშ-ში ახალ ავტომობილებზე ფასი წლიურად 2.5%-5%-ის ფარგლებში შემცირდება. ევროპაში მოკლევადიან პერიოდში ფასების შემცირება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან არსებულ შეზღუდვებს თან ერთვის რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული გამოწვევები, გაზრდილი წარმოების ხარჯები და ა.შ. ამასთან, მსოფლიოში ფასების კლება მეორად ავტომობილებზე უკვე 2022 წლიდან შეინიშნებოდა და მოსალოდნელია ეს ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდეს. 

გალტ & თაგარტის შეფასებით, 2022 წელი საქართველოს ავტომობილების ბიზნესისთვის რეკორდული იყო. ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე გაზრდილი მოთხოვნის შედეგად ავტომობილების იმპორტი წლიურად 73.1%-ით გაიზარდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, 2022 წელს ექსპორტი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა და 904 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ექსპორტის ზრდა ძირითადად ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნებისგან ახალ მანქანებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა.

2021-22 წლებში საქართველოს ავტომობილების ბიზნესი გლობალურის მსგავსი გამოწვევების წინაშე იდგა, ავტომობილების წარმოების შემცირებას და გაზრდილ ფასებს თარ ერთვოდა გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯები. 2023 წელს მოლოდინები პოზიტიურია, ავტორიზებული დილერები საშუალოდ 15%-20%-იან წლიურ ზრდას ელოდებიან გაყიდვებში. თუმცა, მიწოდებასთან და ფასებთან დაკავშირებული გამოწვევები შესაძლოა 2023 წელსაც გაგრძელდეს (განსაკუთრებით ეს ეხება ევროპულ ბრენდებს). ამასთან, გალტ & თაგარტის მიხედვით მოსალოდნელია მეორადი ავტომობილების ფასების და ტრანსპორტირების ხარჯების შემცირება 2023 წელს. 

„გალტ & თაგარტი უკვე ოცი წელია აქტიურად მუშაობს სექტორულ კვლევებზე, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ინვესტორებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს, არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ კონტექსტში განიხილონ სხვადასხვა სექტორში მიმდინარე მოვლენები, რაც ინფორმირებულ და უფრო მეტად ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობს ხელს. ავტომობილების სექტორი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მაგალითად, 2022 წელს ავტო ბიზნესის ბრუნვა წლიურად 20.2%-ით 6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული სექტორის დეტალური კვლევა კი ბიზნესებს სთავაზობს მომავალი ტენდენციების დეტალურ ანალიზს, რაც დაეხმარება მათ, სწორად დაგეგმონ საკუთარი სტრატეგიები“,- აღნიშნავს გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთზე წყალი და ტალახი ჩამოვიდა [ვიდეო]
კირბი - კამალა ჰარისი ისრაელის საიმედო მეგობარია
ერდოღანი - მსოფლიომ დაინახა, როგორ დაუკრეს ტაში გენოციდურ მკვლელს აშშ-ის კონგრესში
ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და მის წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics