2023-03-17 11:19:21, 287 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია კატარის მუნიციპალიტეტების მინისტრს შეხვდა
![]() ქ. დოჰაში, საერთაშორისო აგროგამოფენის „Agriteq 2023“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და საინვესტიციო პოტენციალის საკითხები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, ყურის ქვეყნები, მათ შორის კატარის სახელმწიფო, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს. უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ვრცლად ისაუბრა ფერმერთა დახმარების სახელმწიფო პროგრამებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქტის წარმოების ხელშეწყობისთვის საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც განაპირობებს როგორც წარმოების მასშტაბების, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციისადმი ინტერესის ზრდას. ოთარ შამუგიამ კატარის მუნიციპალიტეტების მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა საინვესტიციო პროექტის „იმერეთის აგროზონა“ შესახებ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყურის ქვეყნებში ქართული კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ბაზარზე დამკვიდრება, რომელთა შორისაა, ქართული თაფლი, თხილი, მშრალი ხილი, ლურჯი მოცვი და ცხვრის ხორცი. „კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტების მინისტრმა აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ სუბაიემ მადლობა გადაუხადა ოთარ შამუგიას კატარის სახელმწიფოში ვიზიტისთვის და საერთაშორისო აგროგამოფენაზე ქართული სტენდის წარმოდგენის მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ კატარის სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებით და აღნიშნა, რომ ქართული ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქტის ცნობადობა, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა და, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი ნამდვილად არსებობს. კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტების მინისტრთან გამართულ შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქსტატი - 2022 წელს საქართველოში 6 799 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
კუპატაძე - დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი - დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა, სულ მცირე, გაორმაგდება
„თიბისი კონცეპტში“ ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი "ხიდი: თბილისი - ციურიხი" ტარდება
ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ელექტრონული პორტალი შეიქმნა
|
ომი უკრაინაში![]() უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ოთხი მიმართულებით რუსეთის 60-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს
![]() გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 466 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 943-ზე მეტი დაშავდა
![]() უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 172 900-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE როგორ ვითარდება მოვლენები რუსთაველზე - აქციის დარბევა.
შერჩევითი სამართალი, მოსმენები და ოპონენტების პოლიტიკური დევნა - Amnesty International-ის ანგარიში
დღის თემა
|