06:31 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 11:19:21, 788 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია კატარის მუნიციპალიტეტების მინისტრს შეხვდა

ქ. დოჰაში, საერთაშორისო აგროგამოფენის „Agriteq 2023“ ფარგლებში გამართულ  შეხვედრაზე, მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და საინვესტიციო პოტენციალის საკითხები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, ყურის ქვეყნები, მათ შორის კატარის სახელმწიფო, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს.                                                

უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ვრცლად ისაუბრა ფერმერთა დახმარების სახელმწიფო პროგრამებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქტის წარმოების ხელშეწყობისთვის საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც განაპირობებს როგორც წარმოების მასშტაბების, ასევე  საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციისადმი ინტერესის ზრდას. ოთარ შამუგიამ კატარის მუნიციპალიტეტების მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა საინვესტიციო პროექტის „იმერეთის აგროზონა“ შესახებ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყურის ქვეყნებში ქართული კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ბაზარზე დამკვიდრება, რომელთა შორისაა, ქართული თაფლი, თხილი, მშრალი ხილი, ლურჯი მოცვი და ცხვრის ხორცი. 

„კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტების მინისტრმა აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ სუბაიემ მადლობა გადაუხადა ოთარ შამუგიას კატარის სახელმწიფოში ვიზიტისთვის და საერთაშორისო აგროგამოფენაზე ქართული სტენდის წარმოდგენის მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ კატარის სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებით და აღნიშნა, რომ ქართული ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქტის ცნობადობა, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა და, რომ  ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების  პოტენციალი ნამდვილად არსებობს. 

კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტების მინისტრთან გამართულ შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი