|
2023-03-16 12:45:15, 669 ნახვა
საზოგადოება
ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის, ბიზნეს დაჯილდოების ფარგლებში „თიბისი“ შეხვედრების სერიას იწყებს
ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, "თიბისი", VISA-სთან პარტნიორობით, პროექტ ბიზნეს დაჯილდოების ფარგლებში, შეხვედრების სერიას იწყებს, რომლის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში ხელშეწყობაა. "თიბისის" ბიზნეს ნაკრების მომხმარებლებისთვის, დაჯილდოების ნომინაციების შესახებ 5 თვის განმავლობაში 5 შეხვედრა გაიმართება, რომლებსაც ბიზნეს დაჯილდოების სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები, ფინალისტები, ჟიურის წევრები და თემის ექსპერტები გაუძღვებიან. "თიბისის" მიზანია, ბიზნესს ხელი შეუწყოს განვითარებაში და მომხმარებელთან კომუნიკაციის საუკეთესო გზების ძიებაში. შეხვედრების სერია, რომელიც პანელური დისკუსიით სახით წარიმართება, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. დისკუსიაზე სპიკერები განიხილავენ დაჯილდოების ნომინაციებს, რომლებიც ბიზნესის წარმატებისთვის საჭირო ღირებულებებს ქმნიან, ესენია: მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილება, სოციალური პასუხისმგებლობა, რეგიონების განვითარება და სხვა. "თიბისის" მიზანია, ბიზნესისთვის და მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი თემების აქტუალიზაცია მოხდეს და სულ უფრო მეტმა ბიზნესმა დანერგოს საუკეთესო პრაქტიკა თავის საქმიანობაში. შეხვედრების სერიის პირველი ღონისძიება დღეს გაიმართება და დისკუსიის თემა „მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილება“ იქნება. პირველი დისკუსიის სპიკერები იქნებიან: დავით ჯაფარიძე, თიბისის მომხმარებლის გამოცდილების მართვის ლიდერი; აკო ახალაია, მარკეტერის დამფუძნებელი და სილქროუდ ჯგუფის მარკეტინგის დირექტორი; არჩილ ფირიაშვილი, VELI.store-ის აღმასრულებელი დირექტორი და გიორგი ასათიანი, „ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი.
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)