|
2023-03-16 10:36:39, 720 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით წყალტუბოში ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა
„საქართველოს ბანკი“ რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. კენკროვანი კულტურების, განსაკუთრებით ლურჯი მოცვის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა „ბლუბერი ფილდსთან“ პარტნიორობით წყალტუბოში, სოფელ გუბისწყალში, 25.2 ჰა-ზე ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა. ბანკის ინვესტიციით კომპანიამ ნერგებისა და პლანტაციისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენა და მიწის დამუშავება შეძლო. ასევე, მოეწყო ჭაბურღილი და საირიგაციო სისტემა. კომპანიამ საქმიანობა 2022 წელს დაიწყო, რომლის მიზანი ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება და მისი ექსპორტზე გატანაა. ამ დროისთვის „ბლუბერი ფილდსი“ საექპორტოდ გაერთიანებულ საამიროებსა და ევროპის ქვეყნებს მოიაზრებს. „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით 2022 წელს, წყალტუბოში, 25.2 ჰექტარზე ლურჯი მოცვები გავაშენეთ. მოსავალს 2024 წელს ველოდებით, რის შემდეგაც პროდუქტის ექსპორტზე გატანას ევროპასა და გაერთიანებულ საამიროებში ვგეგმავთ. ლურჯი მოცვით არა მხოლოდ ევროპის, არამედ აღმოსავლეთის ქვეყნებიც არიან დაინტერესებული. ამასთანავე, ბოლო პერიოდში პოპულარობა ადგილობრივ ბაზარზეც გაიზარდა. ბაზრის შესწავლა და სამომავლო პარტნიორების მოძიება უკვე დაწყებული გვაქვს. აქტიურად ვაგრძელებთ საერთაშორისო გამოფენებსა და ექსპოზიციებში მონაწილეობას, რაც სამომავლოდ ჩვენი საქმიანობის უკეთ წარმართვაში დაგვეხმარება“, - ამბობს კომპანიის დირექტორი, ბაია გადაბაძე. კომპანია, 2023 წელს ლურჯი მოცვების გაშენებას დამატებით 28.76 ჰა-ზე გეგმავს. ჯამში კი 100 ჰა-ს მოცვა სურს. მოსავლის აღების პერიოდში კომპანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას გეგმავს. ეს კი ყოველდღიურად საშუალოდ 400 ადამიანთან თანამშრომლობას გულისხმობს. „საქართველოს ბანკისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, რომელიც განვითარებასა და ზრდაზეა ორიენტირებული. რაც შეეხება ლურჯ მოცვებს - დიდი პოტენციალის მქონე ბიზნესია, რომელიც საჭიროა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და მეტი ქართული პროდუქცია გავიდეს ექსპორტზე. მსგავსი საქმიანობა ქვეყანაში ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, რაც ხელს უწყობს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას. კომპანია გაფართოებაზე ფიქრობს და სამომავლოდ უკვე დაგეგმილი აქვს სამაცივრე მეუნეობის მოწყობა, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც მათთან ერთად სხვა ფერმერებსაც მიეცემათ“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა. ინფორმაციისთვის, „ბლუბერი ფილდსი“ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა ბიო პროდუქტის წარმოებას გეგმავს. კომპანია დაფუძნებიდანვე ითვალისწინებს და ნერგავს „Global G.A.P.”-ის ყველა სტანდარს და მოთხოვნას. ეს ასახული იქნება არამხოლოდ პროდუქციაზე, არამედ მიდგომებზე თანამშრომელთა გადამზადების, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის თვალსაზრისით.
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)