17:07 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-14 11:51:54, 754 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ში, „საზღვაო ქვეითთა თამაშები“ წარმატებით იასპარეზეს

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე გამართულ „საზღვაო ქვეითთა თამაშებიდან“ დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი საქართველოში 22 მედლით დაბრუნდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პარასპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრს მოადგილე გიორგი ბუბუნაური, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი კარლო ლაბაძე დახვდნენ და წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს. 

„საზღვაო ქვეითთა თამაშები“ 26 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა 10-კაციანი გუნდი სპორტის შვიდ სახეობაში ასპარეზობდა. სამხედროებმა ნიჩბოსნობაში, ველორბოლასა და ბირთვის სროლაში ოქროს მედლები, ხოლო სროლაში, სირბილში, მჯდომარე ფრენბურთსა და მშვილდოსნობაში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. საერთო ჯამში, პარასპორტსმენებმა რვა ოქროს, ცხრა ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედლები დააგროვეს. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას 2014 წლიდან იღებენ. „საზღვაო ქვეითთა თამაშებში“ საქართველოსთან ერთად მონაწილეობას ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის, კოლუმბიის, საფრანგეთის, იტალიისა და ნიდერლანდების სამეფოს სამხედრო მოსამსახურეები იღებდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics