17:08 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-13 13:32:48, 1075 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი“ IT აკადემიაში კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო

„თიბისი“ IT აკადემიაში ტექ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის Outsystems და Frontend Angular -ის კურსზებზე მიღება დაიწყო, რეგისტრაცია 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მიღებული აპლიკაციებიდან ჟიური თითოეულ კურსზე 30-მდე საუკეთესო სტუდენტს შეარჩევს, რომლებიც სწავლას აკადემიაში სრულიად უფასოდ შეძლებენ.

„თიბისის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიური სფეროთი, ტექ. ტალანტების აღმოჩენა და მათი შემდგომი დასაქმება. „თიბისი“ IT აკადემია სტუდენტებს ახალი პროფესიების ათვისებაში ეხმარება და დროის მოკლე პერიოდში, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების საშუალებას აძლევს. ასეთი მასშტაბების პროექტი სასარგებლოა არამხოლოდ „თიბისისთვის“, არამედ მთელი ქვეყნისთვის", - ზურაბ პერტაია, IT აკადემიის ლიდერი.

კურსები არის პროფესიონალ ლექტორებთან ურთიერთობისა და თანამედროვე პროფესიების დაუფლების უფასო შესაძლებლობა, რომელიც პროფესიული თუ პიროვნული განვითარების და წამყვან კომპანიებში დასაქმების მაღალ გარანტიას იძლევა.

საინფორმაციო ტექნოლოგიების აკადემია „თიბისიმ“ 2019 წელს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. აკადემიის მიზანი ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

კურსზე მოსახვედრად, დაინტერესებულმა პირებმა ტესტირების და გასაუბრების ეტაპები უნდა გაიარონ, რის შემდეგაც მოხდება აპლიკანტების შერჩევა.

Fკურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე დარეგისტრირება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: IT | TBC x Academy (tbcacademy.ge)





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics